შეავსე ფორმა
Logo
ბიზნესის განწყობის ინდექსი: შესუსტებული ოპტიმიზმი გაუმჯობესებული მდგომარეობის ფონზე
09 სექტემბერი 2016

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში ერთი ერთეულით შემცირდა (2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით). მიუხედავად ამისა, 25.0 პროცენტული პუნქტით იგი მნიშვნელოვნად მაღალია 2015 წლის მესამე კვარტალთან (14.8) შედარებით. მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: თვითაღსრულებადი მოლოდინები მოქმედებაში? – Q2 2016
15 ივნისი 2016

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში [-100; +100] სკალაზე 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 12 პროცენტული ერთეულით გაუმჯობესდა. საქართველოს კერძო სექტორის ბიზნესის მოლოდინების ინდექსი გაუმჯობესდა 12 ერთეულით და 50 ინდექსის ერთეულს მიუახლოვდა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: კვირიკაშვილის ეფექტი – Q1 2016
16 მარტი 2016

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 11-დან 14-მდე გაიზარდა. ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში. დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლოდროინდელი, ბიზნეს სექტორზე ორიენტირებული რეფორმებით.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: მოლოდინები ბევრად უფრო რეალისტურია - Q4 2015
15 დეკემბერი 2015

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა.

განწყობა მნიშვნელოვანია!
18 სექტემბერი 2015

2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.

შეავსე ფორმა