გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
17 თებერვალს რეფორმეტრმა მორიგ კერძო-საჯარო დიალოგს უმასპინძლა, რომელიც ამჯერად ელექტრონული კომერციის რეფორმის წარდგენას დაეთმო.
შერჩეული სამთავრობო პროგრამებისა და პოლიტიკისთვის ჩატარებული გენდერული ზეგავლენის შეფასებების (GIAs) მიზანია საქართველოს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მარტოხელა მშობლების სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ანალიზი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2021 წლის მეოთხე კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი მონაცემი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენს, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში მითითებულ პროგნოზს.
ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით. ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა.