კვლევა აანალიზებს საქართველოში დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მონეტარიზებულ ეკონომიკურ დანახარჯებსა და სარგებელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გავრცელებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ახალი წელი ახლოვდება და ქართულ ოჯახები უკვე ემზადებიან წლის დამაგვირგვინებელი დღესასწაულისთვის. ამ სამზადისს არც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ჩამორჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და ჩვენს მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის სპეციალურ, „ახალი წლის სუფრის ინდექსს“ ვთავაზობთ. ინდექსი აჩვენებს, რა უჯდებათ 5-6-სულიან ქართულ ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების მომზადება.
რატომაა მნიშვნელოვანი ენერგიის ბაზრის კონკურენტულობა? რა დადებითი შედეგები აქვს ელექტროენერგიის მიწოდების ბაზრის კონკურენტულობის ზრდას?
2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.
ყველაფერი ჩემი სამაგისტრო ნაშრომით დაიწყო, რომლის საშუალებითაც ვეცადე, საქართველოში ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობებს შორის ხელფასების სხვაობის მიზეზები გამეგო. მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი სტატიას აქვეყნებს იმ ექსპერიმენტული მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევაგროვეთ და გავაანალიზეთ შრომის ბაზრის თავისებურებების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებთან მიმართებაში.