
პროექტი ევროკავშირის IPSC პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი გაეროს ოთხი სააგენტოს – UNDP, FAO, UNIDO, IOM – ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა.

2018 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) სოფლის მეურნეობაში 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი პუი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირდა, პუი სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად (28.2%-ით) გაიზარდა.

2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა 939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2019 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაის სექტორის პოტენციალის გამოვლენის მიზნით სექორის კონკურენტუნარიანობა შეისწავლა.