თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი იყო (იხ. დიაგრამა 1).
ნარჩენების დაგროვების მასშტაბი დროთა განმავლობაში იზრდება და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. ნარჩენები შეიძლება მრავალი დაავადების სათავე გახდეს, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს (სათბურის ეფექტის გამაძლიერებელ აირს) და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადაუდებელი ჩარევის გარეშე, 2050 წლისთვის გლობალური ნარჩენების ამჟამინდელი დონე 70%-ით გაიზრდება.
ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ბლოგში ლუკ ლერუსმა საქართველოში სივრცითი დანაწევრების ცნებაზე ისაუბრა. ამ ბლოგით ავტორი შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, შეეჩვივნენ თუ არა ადამიანები დისტანციურად მუშაობას ახლა, როდესაც COVID-19-ის კრიზისმა მათ ეს ახალი შესაძლებლობა მისცა. თუ ასეა, შეიძლება თუ არა ამან დედაქალაქში მიგრანტების შემოდინება შეანელოს, რაც, თავის მხრივ, თბილისის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას შეამცირებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადამიანები პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ სოფლად ცხოვრებასა და დისტანციურად მუშაობას?
პანდემიის გამო შეზღუდული და კრიზისის პირას მისული ეკონომიკა; COVID-19-ის გამო მილიონობით გარდაცვლილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი; ათასობით ქალაქში გამოცხადებული ლოქდაუნები, სოციალური დისტანცია და სახეცვლილი სოციალური პროცესები; ინსტიტუციების ფუნქციონირება ონლაინ; კომპიუტერის ეკრანებთან მიჯჭვული ახალგაზრდები და თითქმის ერთი წლის მანძილზე ონლაინ მიღებული ზოგადი და უმაღლესი განათლება. ეს არის ის რეალობა, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველო შეხვდა 2021 წლის გაზაფხულს.
COVID-19-ის პანდემიამ არაერთი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრება და შეხედულება იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ უშუალო ურთიერთობებს, პერსონალური სივრცის მნიშვნელობას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას და ა.შ. ამ დამოკიდებულებებისა და სოციალური ცვლილებების ნაწილი შეიძლება პანდემიის შემდეგაც დარჩეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად. საინტერესოა, რომ ხანგრძლივმა შეზღუდვებმა უამრავ ადამიანს დაანახა ეკონომიკური ცხოვრების მანამდე „დაფარული“ ერთი მხარე, რასაც ეკონომისტები არაანაზღაურებად ზრუნვას ვუწოდებთ.