სწავლის ძირი მწარე არის... და რამდენად ტკბილია მისი ნაყოფი?
27
ივნისი
2014
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი დამსაქმებლები თანამშრომლის აყვანისას, ხშირ შემთხვევაში, განათლებას უმთავრეს მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გასაუბრებები რუსთავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის დამსაქმებლებთან ცხადყოფს, რომ ბიზნესების უმრავლესობა მომავალ თანამშრომლებში ყველაზე მეტად შრომის ეთიკას აფასებს.