ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ასე მწვავედ მიმდინარეობს და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს და მსოფლიოში უკლებლივ ყველას კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, ჩვენ, ქართველები, რომელთაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ომის საშინელება, განსაკუთრებით ვგრძნობთ უკრაინელების ტკივილს.
საქართველოს კონვენცია ჯერ არ აქვს რატიფიცირებული და მისი კანონმდებლობა არ შეიცავს საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის განსაზღვრებას. თუმცა, ტერმინი ნაწილობრივ გამოიყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის. საოჯახო პასუხისმგებლობის ქონა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო ასაკის მქონე პირის მახასიათებლებზე შრომის ბაზარზე.
პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერი ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
2022 წლის 3 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა იასია ბაბიჩმა და დირექტორმა თამარ სულუხიამ ისაუბრეს საერთაშორისო ვებინარზე „რუსეთის სანქციები და მათი გავლენა რეგიონზე“.