საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზრდის მაჩვენებელმა 14.6% შეადგინა, ხოლო 2022 წლის იანვარ-თებერვლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 16.3%-ს მიაღწია.
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია დიზაინერის პოზიციაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ მოვლენამ არა მარტო ჩამოშალა გლობალური უსაფრთხოების სისტემა და გაანადგურა მილიონობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე და საარსებო წყარო შუაგულ ევროპაში, არამედ, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო უდიდესი ბირთვული, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენა.
13 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა ქართულ ეკონომიკაზე“. ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი კვლევით ორგანიზაციებს, ექსპერტებს, საჯარო და კერძო სექტორების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სასტუმრო რუმსში გამართულ ღონისძიებას 170 ადამიანი დაესწრო, ფეისბუქზე გასულ ლაივს კი 160 ადამიანი ადევნებდა თვალს.