2022 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2021“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2021 წელს მშპ-ის 7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია (8.3%), თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს).
ენერგობაზრის მიმოხილვის 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2022 წლის მაისის ანგარიში ხელმოსაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
22 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები თეთნულდის კოლეჯს ეწვივნენ მესტიაში და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინტერნიუს საქართველომ MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს გააცნეს MediaTOR-ის ელექტრონული პლატფორმა – ეკონომიკური რეფორმების ბიბლიოთეკა მედიისთვის.