16 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა სელიმ ჩაქირმა, IMF-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა.
საქსტატმა 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა: 1-ელი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლების წლიური ზრდის მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა და, შესაბამისად, 7.2% და 9.8% შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10% იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2022 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9.7 %-ს შეადგენს. შედეგად, 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.2 %-ია.
28 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მესამე კვარტლის (ივლის-სექტემბერი) მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა წინა თვის პროგნოზთან შედარებით და ახალი მაჩვენებელი 16.4%-ს გაუტოლდა.