შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2024 | უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები ზომიერად გაიზარდა, წლიური ექსპორტი შემცირდა, ფულად გზავნილებზე მიგრაციის გავლენა შეიცვალა, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია
29 იანვარი 2024

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2023-ის ბოლო და 2024-ის პირველი კვარტლებისთვის. წარმოგიდგენთ ამ თვის ძირითად მიგნებებს:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ნოემბრის მშპ-ის რეალური ზრდის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 5.9%-ით გაიზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი იანვარ-ნოემბერში 6.9%-ს მიაღწია.

ნოემბერში საქსტატმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება დააკორექტირა. ზრდის მაჩვენებელი 1-ელ კვარტალში 8.0%, ხოლო მე-2 კვარტალში 7.8% იყო. მე-3 კვარტალში მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 5.4%-დან 5.7%-მდე დაკორექტირდა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2023-ის მეოთხე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 6.2% იქნება, 2024-ის პირველ კვარტალში კი – 2.7%.

ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის წლიური წრდის პროგნოზი 7.3%-ს შეადგენს.

შეავსე ფორმა