2024 წლის 2 ივლისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციამ ერთობლივად უმასპინძლეს პოლიტიკის პანელურ დისკუსიას „მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევები საქართველოში“, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.
მაისში პოლარიზაციამ პიკს მიაღწია, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ივნისში პოლარიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რამაც საზოგადოებაში ეროვნული ერთობისა და სიამაყის გრძნობა გააძლიერა.
2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).
საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 18,913.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რეალური მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 8.4%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 3.1% იყო.
2024 წლის 26-27 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა და კომუნიკაციების გუნდებმა წარმატებით დაასრულეს მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც შვედეთმა დააფინანსა.