კრეატიულობა არის ადამიანის უნარი, წარმოადგინოს ახალი იდეები და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზები. ის გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან კრეატიული იდეები გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად და უფრო ეფექტურ ტექნოლოგიურ პროცესებად, რაც, თავის მხრივ, ქმნის ახალ (უფრო პროდუქტიულ) სამუშაო ადგილებსა და უკეთეს (უფრო კონკურენტულ) პროდუქტებს.
ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც არ არის რეგისტრირებული (და შესაბამისად, დაბეგრილი), როგორც წესი, ჩრდილოვან ან იატაკქვეშა ეკონომიკას უწოდებენ. ქართულ ეკონომიკაში თუ გვაქვს ასეთი ჩრდილოვანი კუთხეები? ვაი, რომ არა მხოლოდ კუთხეები!
ძალიან დიდი ხანია, ერთი კითხვა მაწუხებს და მიკვირს, რომ აქამდე არავინ დაინტერესებულა მისით: როგორ მოხდა, რომ ცივი ომის პერიოდში დასავლეთს ჰყავდა კლასიკური მუსიკის უკეთესი ორკესტრები (კოლექტივი), საბჭოთა კავშირი კი ბევრად აღემატებოდა მას სოლისტებით? განა პირიქით არ უნდა ყოფილიყო? თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია – რა შეიძლება ისწავლონ ეკონომისტებმა ამ ფაქტიდან?
თუ შობადობის საშუალო მაჩვენებლით ვიმსჯელებთ, საქართველო უდავოდ ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ერთ ქალზე 1.82 ბავშვით, ქართველი ერი 2.1-ს ქვემოთაა (თუმცა არც თუ ძალიან). ეს არის მაჩვენებელი, რომელზეც მოსახლეობის რაოდენობა არ იცვლება. საშუალოდ, შობადობის მაჩვენებელი ევროპაში 1.5-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს იყო სულ რაღაც 50 წლის წინ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველას სჯეროდა, რომ ტურიზმი გახდებოდა საქართველოს „ლოკომოტივი“ სექტორი. შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ამ პოტენციალის განვითარება, სამაგიეროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ტურიზმი გახდა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს მხოლოდ ტურიზმის პირდაპირი გავლენა (ტურისტების მიერ დახარჯული ფული) საქართველოს მთლიანი მშპ-ის 6-7% იყო.