„სურსათის უვნებლობის რისკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მართვა მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში, ფერმიდან სუფრამდე. სურსათის უვნებლობის რისკის შემცირება მოითხოვს თანამშრომლობას სექტორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ქვეყნებს შორის,“ – დოქტორი ჰანს ანრი პ. კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეგიონული დირექტორი ევროპაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2020 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
COVID-19-მა ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ყველაზე დაუცველ და დაბალშემოსავლიან ნაწილზე. თუმცა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გამოკვეთა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობაც.
სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის აუცილებელი პირობაა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2020 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.