16
დეკემბერი
2019
2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 18.5 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 10.2 პუნქტით მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელზე. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა გამოწვეულია როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების ზრდით, ისე მოლოდინების გაუმჯობესებით.
29
ნოემბერი
2019
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის აღმავალი ტრენდი 2019 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.1 ლარი შეადგინა, რაც წინა (2019 წლის ოქტომბრის) თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია.
28
ნოემბერი
2019
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2019 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
27
ნოემბერი
2019
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2019 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
18
ნოემბერი
2019
საქსტატის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.7% შეადგენს, რაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ოქტომბრის თვის პროგნოზთან შედარებით 1.4%-ით დაბალია. რეალური მშპ-ის ზრდამ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 5.0% შეადგინა.