ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, 2018 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 35.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირდება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში.
ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც 8.3 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა ეხმიანება ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა).
ბიზნეს სექტორის მოლოდინების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის პირველ კვარტალში კიდევ ერთხელ გაიზარდა (ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში) და 31.4 პუნქტი შეადგინა. აღნიშნული 3.2 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის შესაბამის მაჩვენებელს. გამოკითხულთა 60% ელოდება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებას მომავალი სამი თვის განმავლობაში.
ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2017 წლის მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ გაიზარდა და 28.2 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1.2 პუნქტით მაღალია. შემცირებული მოლოდინების მიუხედავად, მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.
ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2017 წლის მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ შემცირდა და 27.0 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2 პუნქტით დაბალია. მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად მოლოდინების ინდექსების მნიშვნელოვანმა ვარდნამ განაპირობა, რაც წინა კვარტალის მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას კერძო სექტორის განწყობის რეალობასთან თანხვედრით და არა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით.