დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ რაჭველებზე ამბობენ, რომ დინჯები არიან, ქცევაშიც და საუბარშიც. ეს რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ, რაჭველები რომ სულელები არ არიან, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მათ მიერ მიღებული ქულები. 2012 წელს, მოსწავლეებმა რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდაზე მიღებული შედეგების საშუალო მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავეს თბილისის შემდეგ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2015 წლის 18 მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი დამსაქმებლები თანამშრომლის აყვანისას, ხშირ შემთხვევაში, განათლებას უმთავრეს მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გასაუბრებები რუსთავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის დამსაქმებლებთან ცხადყოფს, რომ ბიზნესების უმრავლესობა მომავალ თანამშრომლებში ყველაზე მეტად შრომის ეთიკას აფასებს.