2014 წლის 1 სექტემბერს ქართულმა საზოგადოებამ უსიამოვნო რეალობაში გაიღვიძა. აქამდე, ქვეყანაში წლების განმავლობაში მოქმედი უაღრესად ლიბერალური სავიზო რეჟიმი საქართველოს მიმზიდველს ხდიდა უცხოელი ტურისტებისა და წმინდა უცხოური ინვესტიციებისათვის. პირველ სექტემბერს კი ძალაში შევიდა ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
Democracy and Freedom Watch-ის 9 ოქტომბრის ახალი ამბების მიხედვით “საქართველოს ახალი, საკამათო კანონი იმიგრაციის შესახებ, შესაძლოა შეიცვალოს”. DFW წერს, რომ კანონმა „ქვეყნის ექსპატრიატთა საზოგადოებაში გაურკვევლობა და გაღიზიანება გამოიწვია. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ახალი კანონის განხორციელებისას რაიმე პრობლემა შეიქმნება „ჩვენ აუცილებლად ჩავასწორებთ მას”.