შეავსე ფორმა
Logo
აგვისტო 2025 | ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გრძელდება
29 აგვისტო 2025

2025 წლის აგვისტოში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.76 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 5.8%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში – 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით – ფასი 9.8%-ით გაიზარდა.

აგვისტო 2025 | საქართველოს 2025 წლის პერსპექტივა: მყარი ზრდა, მკაცრი პოლიტიკა და გლობალური გაურკვევლობა
20 აგვისტო 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.

ივლისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსში სეზონური ზრდა იწყება
31 ივლისი 2025

2025 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.39 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.7%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში, 2024 წლის ივლისთან შედარებით, ფასი 10.4%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.

ივლისი 2025 | მომხმარებლის განწყობის ინდექსი
25 ივლისი 2025

2025 წლის ივლისში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -10.8 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, რითაც თებერვალსა და ივნისს შორის დაფიქსირებული სტაბილური გაუმჯობესების ტენდენცია შეიცვალა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: უარყოფითი განწყობა შენარჩუნებულია
25 ივლისი 2025

2025 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.2 პუნქტით შემცირდა და -1.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-19.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება პესიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

შეავსე ფორმა