ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში II: გავუშვათ ქარი სისტემაში
11
ოქტომბერი
2013
სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევნიშნეთ, რომ ჰიდროგენერაციას მკვეთრად გამოხატული სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. ასევე დავასკვენით, რომ სეზონურობა ზღუდავს ჰესების ახალი პროექტების მომგებიანობას, ვინაიდან გამომუშავების უმეტესი წილი მოდის იმ პერიოდზე, როცა ელექტროენერგია შედარებით იაფია და მხოლოდ მცირე ნაწილის გამომუშავება ხდება მაშინ, როცა ელექტროენერგია ძვირია.