შეავსე ფორმა
Logo
ბევრი ტურისტი ქვეყნის აყვავების საწინდარია!
24 აპრილი 2015

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველას სჯეროდა, რომ ტურიზმი გახდებოდა საქართველოს „ლოკომოტივი“ სექტორი. შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ამ პოტენციალის განვითარება, სამაგიეროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ტურიზმი გახდა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს მხოლოდ ტურიზმის პირდაპირი გავლენა (ტურისტების მიერ დახარჯული ფული) საქართველოს მთლიანი მშპ-ის 6-7% იყო.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უძრავი ქონების ფასების ინდექსი: ამ ეტაპზე თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ფინანსური სპეკულაციის სიმპტომები არ შეინიშნება
27 იანვარი 2015

„საპნის ბუშტად“ წოდებული სპეკულაციური მანია ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ეკონომიკური ფენომენია, რომლის დროსაც ხალხის მაღალი გადახდისთვის მზადყოფნა ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურებისათვის სრულიად მოწყვეტილია აქტივის რეალურ ღირებულებას. ამ მოვლენის დრამატული შედეგის ცნობილი ისტორიული მაგალითია 1920 წლის საფონდო ბირჟის კრახი.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი იცვლება, მიუხედავად გასაქირავებელი ფასების მკვეთრი ვარდნისა | დეკემბერი, 2014
09 დეკემბერი 2014

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის 2014 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

რუსეთის ეკონომიკის საიდუმლო (მე-2 ნაწილი)
05 მაისი 2014

დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი შესაძლებლობების მიწად აღიქმებოდა უცხოელი ინვესტორების მიერ. მათ ყურადღებას იპყრობდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მდიდარი ბუნებრივი რესურსები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი საშუალო კლასი, რომელსაც ფულის ხარჯვის სურვილი ჰქონდა. თუმცაღა, რუსეთს მზარდ ეკონომიკას რამდენიმე საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ინვესტორების იმედებს დამსხვრევით ემუქრებოდა.

ეკონომიკური კეთილდღეობის გენდერული ასპექტი ანუ ფინანსური მართვის სადავეები ქალებს!
18 აპრილი 2014

ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად.

შეავსე ფორმა