
COVID-19-მა ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ყველაზე დაუცველ და დაბალშემოსავლიან ნაწილზე. თუმცა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გამოკვეთა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2020 წლის ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

28 მაისს საქართველომ მეოთხე ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს მათ, ვინც ამა წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე შეიტანს სესხზე განაცხადს ახლად აშენებული ან მშენებარე ბინის შესაძენად. სუბსიდია შეეხება სესხებს 200 000 ლარამდე.

სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2020 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.