რატომ მოგვწონს ფერმერთა გაერთიანების იდეა, რატომ ვქმნით კოოპერატივებს და მაინც, რატომ ვერ ვაღწევთ საწადელს?

რაკი საქართველომ ფერმერული ორგანიზაციების განვითარების ამბიციური პროგრამა წამოიწყო, ამ ეტაპზე სასარგებლო იქნება მსგავსი ინიციატივების დადებითი და უარყოფითი გამოცდილების მიმოხილვა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა განვითარებადი თუ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.
თანამშრომლობა საქართველოში სოფლის განვითარებისთვის

პროექტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების (ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება.