ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 27 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ბიზნეს მოდელები საქართველოს მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".
2023 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.62 ლარი შეადგინა. უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს და ამჯერად თვიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) 2.4%-ით შემცირდა.
2023 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5,76 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ინდექსი 4.1%-ით შემცირდა (2023 წლის აპრილთან შედარებით).
მენტორობის ფარგლებში, 18 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს სამაცივრე მეურნეობებისა და ლოჯისტიკის ასოციაციის (GCSLA) წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში სამაცივრე მეურნეობის სფეროში არსებულ გამოწვევები განიხილეს და არსებული პრობლემების გადაჭრის პოტენციურ გზებზე ისაუბრეს.
მომხმარებელთა განწყობა უმჯობესდება. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 4.8 პუნქტით გაიზარდა და მარტში არსებული -28.8 პუნქტიდან აპრილში -24 პუნქტს მიაღწია.