ნაბეღლავსა და ბახმაროს შორის, ულამაზეს ხეობაში მდებარე სოფელი ჩხაკაურა, ძლიერი გურული მეთევზეების ადგილსამყოფელია. სოფელში მისვლა საკმაოდ რთულია მძლავრი 4x4 ავტომობილისთვისაც, მაგრამ ეს ადგილობრივებს ხელს ვერ უშლის, კალმახის მოსაშენებლად გამოიყენონ დანგრევის პირას მისული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და უნიკალური ბუნებრივი პირობები.
„რუმსის“ ახალი სასტუმროს შესახებ დებატების დაგეგმვის პროცესშივე ველოდით, რომ მისი გავლენა ყაზბეგის თემზე ერთმნიშვნელოვანი არ იქნებოდა. ჩემმა კოლეგამ, რომელიც უკვე ნამყოფი და დიდად ნასიამოვნები იყო სასტუმროს მომსახურებით, მითხრა, რომ ადგილობრივებსა და სასტუმროს შორის კომპლექსური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. როგორც ეკონომისტები, ვვარაუდობდით, რომ „რუმსი“ ადგილობრივების მსხვილი დამსაქმებელი იქნებოდა, შესაბამისად უთანხმოების შესაძლო მიზეზად მხოლოდ სასტუმროსა და ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებს შორის ტურისტებისთვის კონკურენცია წარმოგვედგინა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე რუსეთისგან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. უკრაინელების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო წმინდა ეკონომიკური ნაბიჯი. მათ გაუჩნდათ შიში, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ ღირებულებებზე უარის თქმა და შესაბამისად, მოვლენების ასეთი განვითარებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი დარჩნენ.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ჩვენს ორნაწილიან სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია ქარის და წყლის ენერგიის კომბინაციას დაეხმაროს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და აქციოს ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორად.