30
ივნისი
2022
2022 წლის 30 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა პროექტის – “საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზება (ფაზა 2)“ – დასკვნით შეხვედრაზე ღონისძიებაზე ცოდნისა და ინფორმაციის სისტემაში შემავალი ინსტიტუტებისა და ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტის შედეგები წარადგინა.
27
ივნისი
2022
2022 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2021“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2021 წელს მშპ-ის 7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია (8.3%), თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს).
24
ივნისი
2022
ენერგობაზრის მიმოხილვის 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
20
ივნისი
2022
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყურადღებამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პანდემიაზე გადაინაცვლა, კლიმატის ცვლილებასა და მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებმა პოლიტიკურ დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაიწია.
20
ივნისი
2022
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინტერნიუს საქართველომ MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს გააცნეს MediaTOR-ის ელექტრონული პლატფორმა – ეკონომიკური რეფორმების ბიბლიოთეკა მედიისთვის.