26
ივლისი
2022
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შვედეთის მთავრობისგან 5,200,000 შვედური კრონი მიიღო. გრანტის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა.
11
ივლისი
2022
5-9 ივლისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „გენდერი და ეკონომიკა“, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
04
ივლისი
2022
2022 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,461 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 20%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის მაისში სრული წარმოება 1,221 მილიონი კილოვატსაათი იყო).
01
ივლისი
2022
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დიდი გავლენა იქონია გლობალური ეკონომიკის თითქმის თითოეულ ასპექტზე, დაწყებული სურსათისა და ენერგო უსაფრთხოების სექტორებით, დამთავრებული მიწოდების ჯაჭვებითა და ფინანსური ბაზრებით. მსოფლიო ბანკის 2022 წლის ივნისის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის 5.5%-იანი გლობალური ზრდის მაჩვენებელი 2022 წელს წლიურ 2.9%-მდე დაიწევს.
01
ივლისი
2022
„კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსა (CSB) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ყოვლისმომცველი ანგარიში.