მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2015 წლის 16 დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2015 წლის 15 დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა.
ქართული ხუმრობის მიხედვით, ნათესავები ის ხალხია, რომელთაც მაშინ ხედავ, როდესაც მათი რიცხვი იცვლება. მართლაც, ნათესავების შეკრების მიზეზი ძირითადად რომელიმე მათგანის ქორწინება, დაბადება ან გარდაცვალებაა. ამიტომაც ხშირად ვაწყდებით ქართველების ოჯახებში „რაოდენობრივი ცვლილებების” აღსანიშნავად გამართულ საზეიმო თუ სამგლოვიარო შეკრებებს. ერთი შეხედვით გასაოცარიც კია თანამედროვე ტენდენცია, რომ უფრო მდიდარი და განათლებული ადამიანების მიერ ორგანიზებულ შეკრებები თანდათან ნაკლებად ხალხმრავალი ხდება, სოფლის ღარიბი მოსახლეობა კი კვლავაც განაგრძობს ვეებერთელა ქართული სუფრების გაშლას.