ISET will be offering an exciting new course in the 5th mini-term – “Corporate Finance Applied to a Developing Economy.” The course will be taught by Paul-Henri Forestier, former Director of the European Bank for Reconstruction and Development in Georgia.
დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი შესაძლებლობების მიწად აღიქმებოდა უცხოელი ინვესტორების მიერ. მათ ყურადღებას იპყრობდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მდიდარი ბუნებრივი რესურსები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი საშუალო კლასი, რომელსაც ფულის ხარჯვის სურვილი ჰქონდა. თუმცაღა, რუსეთს მზარდ ეკონომიკას რამდენიმე საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ინვესტორების იმედებს დამსხვრევით ემუქრებოდა.
ბოლოდროინდელ მოვლენებამდე რუსეთი უცხოური კომპანიებისათვის იდუმალებით მოცულ „შესაძლებლობების მიწას“ წარმოადგენდა. თანმხლები სირთულეების მიუხედავად, ინვესტორებს ქვეყანა მაინც მიმზიდველად მიაჩნდათ ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად. უცხოელი ბიზნესმენები სიძნელეებს ძირითადად მოუქნელ ბიუროკრატიასთან აწყდებოდნენ.
რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.