1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 70%-ზე მეტით შემცირდა. ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი მას მერე, განსაკუთრებით კი 2003 წლიდან, სწრაფად იზრდებოდა და 2013 წელს 1990 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში ვითარება სრულებით სხვაგვარად ვითარდებოდა.
ფერმერები გაცილებით ეფექტურები იქნებიან, თუ ახალ-ახალი ინფორმაცია ექნებათ ფასებზე, სხვადასხვა პრაქტიკასა თუ ამინდზე. მობილური ტელეფონების და მობილური ინტერნეტის წყალობით, მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ მიიღონ ეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებს ინტერნეტის სიკეთეებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 15 დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2015 წლის ოქტომბერში ISET-ის მკვლევართა გუნდმა სათნოების სახლი „კათარზისი“ მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა „მსოფლიო საკვების დღის“ ფარგლებში, რომელიც მთელს მსოფლიოში 16 ოქტომბერს აღინიშნება. კათარზისი 1990 წელს დაარსდა და ყოველდღე სადილით უმასპინძლდება 310 გაჭირვებულ მოხუცებულს. მიუხედავად იმისა, რომ სათნოების სახლის მთავარი ფუნქცია საკვებით უზრუნველყოფაა, კათარზისი სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს ბენეფიციარებს: სამედიცინო დახმარებას, დასასვენებელ ოთახს, სამლოცველოს, სარეაბილიტაციო დარბაზს, ბიბლიოთეკასა და კაფეს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 30 ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.