ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 11-დან 14-მდე გაიზარდა. ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში. დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლოდროინდელი, ბიზნეს სექტორზე ორიენტირებული რეფორმებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 15 მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პირველად გოგის 2015 წლის ზამთარში შევხვდით, როდესაც ფერმერებისგან ინტერვიუებს ვიღებდით რატის მშობლიურ ქვემო ალვანში. ახმეტის რაიონში მდებარე ქვემო და ზემო ალვანი ჩვეულებრივი კახური სოფლები არ გეგონოთ. ამ სოფლებს ზამთრის სადგომად იყენებენ თუშეთის მაცხოვრებლები. თუშეთსა და კახეთს ერთმანეთისგან აბანოს უღელტეხილი (3,000 მ.) ჰყოფს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2016 წლის 14 მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ამ კვირაში ქართველი საზოგადოება შოკში ჩააგდო ქართველი მასწავლებლების მიერ სასერთიფიკაციო გამოცდებზე მიღებულმა შედეგებმა. როგორც DFWatch.net 10 მარტს (ციტირებულია ქართული წყარო) იუწყებოდა, იანვარში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული 10,552 მასწავლებლიდან გამოცდაზე 6,477 გავიდა, რომელთაგან მხოლოდ 1,101 გადალახა მინიმალური ზღვარი.