მომხმარებელთა განწყობა იზრდება. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ახალი, შედარებით მაღალი დონის გარშემო მერყეობდა, რომელიც ივნისში დაფიქსირდა. 2023 წლის სექტემბრისთვის CCI 1.8 პუნქტით გაიზარდა და -19.5-ს მიაღწია, აგვისტოსთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი -21.3 პუნქტს შეადგენდა.
მომხმარებელთა განწყობა გაიზარდა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი(CCI) 3.4 პუნქტით გაიზარდა და მაისში დაფიქსირებული -24.1 პუნქტიდან ივნისში -20.7 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი შედარებით ყველაზე მაღალია 2020 წლის მარტში დაფიქსირებული პანდემიის დაწყებასთან დაკავშირებული ვარდნის შემდეგ.
2022 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზეა დამოკიდებული. რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წილი მთლიანი ვიზიტების 62%-ს შეადგენს.
მაისში მომხმარებელთა განწყობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ თვეში მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა
მომხმარებელთა განწყობა უმჯობესდება. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 4.8 პუნქტით გაიზარდა და მარტში არსებული -28.8 პუნქტიდან აპრილში -24 პუნქტს მიაღწია.