01
აგვისტო
2024
ივლისში პოლარიზაციის ინდექსი კვლავ გაიზარდა, რაც განაპირობა ისეთმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, როგორიც იყო შეერთებული შტატების „ღირსეული პარტნიორი 2024“ სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადავადება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საპენსიო კანონთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტის პარლამენტისთვის უკან დაბრუნება, ასევე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ შეაჩერა.
01
ივლისი
2024
მაისში პოლარიზაციამ პიკს მიაღწია, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ივნისში პოლარიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რამაც საზოგადოებაში ეროვნული ერთობისა და სიამაყის გრძნობა გააძლიერა.
31
მაისი
2024
პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა ე.წ. “რუსული კანონის” დამტკიცებისა და მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე. ინდექსის პიკს ემთხვევა ევროპის მოედანზე ჩატარებული შეკრებისა და კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
30
აპრილი
2024
ინდექსი აჩვენებს, რომ 2024 წლის აპრილში მედიის პოლარიზაცია გაიზარდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალი შემოღებით.
20
მარტი
2024
მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი აჩვენებს, რომ 2020 წლიდან საქართველოში მედიის პოლარიზაცია იზრდება. ზრდა განსაკუთრებით მწვავე კი 2022 წლის დასაწყისიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ასახავს მნიშვნელოვან პოლარიზაციას კონკრეტული მოვლენების გარშემო, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნები, მისი რეაქცია სხვადასხვა მოვლენასა თუ განვითარებაზე სხვადასხვაა.