თელავი, ყოფილი კახეთის სამეფოს დედაქალაქი ლამაზი ქალაქია, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიის მთების წარმტაცი ხედები იშლება. XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე სამეფოს თელავიდან მართავდა. სასახლე დღემდე შემორჩა, მეფე ერეკლეს ქანდაკება კი ამაყად დგას ქალაქის მოედანზე. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თელავი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის დედაქალაქია.
ოდესმე გსმენიათ იმ იდუმალ კანონზე, რომლითაც ქალაქის ზომის გამოცნობაა შესაძლებელი? თუ მეტყვით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას, გეტყვით რა ზომისაა ქვეყნის სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები. 1949 წელს ჯორჯ ზიპფმა გამოიგონა მარტივი თეორია, სახელად რანგისა და ზომის წესი, იგივე „ზიპფის კანონი,“ რომლის მიხედვითაც, სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები უნდა იყოს ყველაზე დიდი ქალაქის პროპორციული ნაწილი.
საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლები ცოტა ხნის წინ ლუქს-კლასის სასტუმროს „ბილტმორ ჰოტელ თბილისის“ გრანდიოზული გახსნის მოწმენი გახდნენ. „დაბი ჯგუფის“ $140-მილიონიანი ინვესტიციით ბაზარზე 214 ლუქსოთახი გაჩნდა. გახსნის ცერემონია, რომელიც 2 მლნ. აშშ დოლარი დაჯდა, უზარმაზარი შენობა და ცენტრალური ადგილმდებარეობა – ამ სასტუმროს ბაზარზე შემოსვლა საკმაოდ თვალშისაცემი იყო.
ტემპელჰოფერ ფელდი ბერლინელების საყვარელი საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეა. ტემპელჰოფერ ფელდი უბრალო პარკი როდია. ის არის პარკი, რომელიც აეროპორტის ადგილას გაშენდა. 2008 წელს, როდესაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტემპელჰოფერის აეროპორტი დაიხურა, ბერლინმა ქალაქის ცენტრში, 386 ჰექტარზე (!) გადაჭიმული ღია სივრცე სარგებლობისთვის საზოგადოებას გადასცა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2016 წლის 11 ივლისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.