14 წლის წინ ამერიკელმა განათლების სპეციალისტებმა ვალერი ე. ლიმ და დავიდ ბურკამმა გამოაქვეყნეს უაღრესად პოპულარული და საკამათო ნაშრომი „უთანასწორობა საწყის ეტაპზე: სოციალური ფონით გამოწვეული განსხვავებები ბავშვების მიღწევებში, როდესაც იწყებენ სკოლას“ (Economic Policy Institute, 2002 წ.). სტატიის ავტორებმა იმუშავეს 16,000 ბავშვთან, რომლებიც 1998-1999 წლებში შევიდნენ საბავშვო ბაღში და გაიარეს ECLS-K მისაღები ტესტი, რომელიც ამოწმებდა ბავშვის წერა-კითხვისა და მათემატიკის საბაზისო უნარ-ჩვევებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ამ სტატიის პირველ ნაწილში მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე).
გასულ კვირას უთანასწორობის თეორიული ეკონომიკური შედეგები განვიხილე. კლასიკური ხედვისაგან განსხვავებით ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ უთანაბრობას უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მოტანაც შეუძლია. უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციებს აბრკოლებს.
რატომ უნდა გვაღელვებდეს შემოსავლების უთანასწორობა? ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ შტიგლიცისა და ჰარვარდის ეკონომისტის ჯეისონ ფურმანის მიხედვით, „უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რასაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ“ (“Economic Consequences of Income Inequality”, Federal Reserve Bank of Kansas: Journal Proceedings, 1998, pp. 221-232).