04
სექტემბერი
2017
თურქეთში გატარებული ორკვირიანი შვებულებიდან სახლში ვბრუნდებოდით. რა ვიცოდით, რომ ვალეს (ახალციხის მახლობლად) საზღვარზე საშინელი სიურპრიზი გველოდა. ვალეში შუაღამისკენ ჩავედით, 2017 წლის 26 აგვისტოს. ეფექტური პროცედურა, მოსალოდნელ 2-3 წუთზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა.
29
მაისი
2017
ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს.
20
მარტი
2017
დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა ტაბუდადებული იყო. თუმცა სულ ახლახან, თავად ეკლესიის მსახურებმა მოხსნეს ეკლესიას ეს ტაბუ და საჯაროდ გამოიტანეს ეკლესიაში არსებული ურთიერთდაპირისპირება. 2016 წელს, პაპ ფრანსისის ვიზიტს ორმხრივი ბრალდებები მოჰყვა. დეკანოზი დავით ისაკაძე პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა და ორ დეკანოზს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას სექტანტობასა და ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა.
18
თებერვალი
2017
ქორწინების ფენომენი ჩვენი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში ქორწინება „აუცილებელი“ რამაა. ქორწინების რიტუალს აღასრულებს რელიგიური ან სახელმწიფო დაწესებულება, ან ორივე ერთად. ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული ქართველი ახალგაზრდების კვლევა ავლენს 14-29 წლის ახალგაზრდების აღქმას, ინფორმირებულობას და დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ. კვლევის სახელია „თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016, საქართველო“.
03
ოქტომბერი
2016
ტემპელჰოფერ ფელდი ბერლინელების საყვარელი საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეა. ტემპელჰოფერ ფელდი უბრალო პარკი როდია. ის არის პარკი, რომელიც აეროპორტის ადგილას გაშენდა. 2008 წელს, როდესაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტემპელჰოფერის აეროპორტი დაიხურა, ბერლინმა ქალაქის ცენტრში, 386 ჰექტარზე (!) გადაჭიმული ღია სივრცე სარგებლობისთვის საზოგადოებას გადასცა.