შეავსე ფორმა
Logo
აგვისტო 2025 | საქართველოს 2025 წლის პერსპექტივა: მყარი ზრდა, მკაცრი პოლიტიკა და გლობალური გაურკვევლობა
20 აგვისტო 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.

ივლისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსში სეზონური ზრდა იწყება
31 ივლისი 2025

2025 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.39 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.7%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში, 2024 წლის ივლისთან შედარებით, ფასი 10.4%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.

ივლისი 2025 | 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-ია, თუმცა საქართველო ინფლაციური წნეხისა და გარე შოკების წინაშეა
20 ივლისი 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით ზრდა. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზარდება.

I კვარტალი, 2025 მაკრო მიმოხილვა | მდგრადი ზრდა და სტაბილურობა განუსაზღვრელ გლობალურ ლანდშაფტში
01 ივლისი 2025

საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 21,798.2 მლნ ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ – 9.8%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 3.4%. ეკონომიკური ექსპანსია მეტწილად რამდენიმე სექტორის ძლიერმა ზრდამ განაპირობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: განათლება (+27.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+28.5%), ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები (29.7%), ჯანდაცვა და სოციალური სფერო (17.9%).

ივნისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი სეზონურ კლებას განაგრძობს
30 ივნისი 2025

2025 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.28 ლარი შეადგინა. ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თუმცა წლიურ ჭრილში საშუალო ფასი მაინც 4.7%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2024 წლის ივნისში.

შეავსე ფორმა