2022 წლის მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელსაც აღდგენის პროცესში იყო. საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, რეალური მშპ-ის მაჩვენებელი კვლავ შედარებით სწრაფი ტემპით იზრდება და მან 2023 წელს 7,5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023 წლის ოქტომბერში პროგნოზირებულ 6%-ს.
2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.
საქსტატმა 2024 წლის იანვრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 5.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7.5%-ს მიაღწია.
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის დეკემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8,3%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7 %-ს მიაღწია.
2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.