გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 30 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 15 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ბევრ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა (იხილეთ, მაგ., CAP). განმარტების თანახმად, „სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმ პირობებსა და პრაქტიკებს, რაც ინარჩუნებს სურსათის ხარისხს და თავიდან გვარიდებს დაბინძურებას ან სურსათით გამოწვეულ დაავადებებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურსათის უვნებლობის მიზანია, დაიცვას ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ჯანმრთელობა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ევროკავშირის მიერ დადგენილი „ფერმიდან-სუფრაზე“ პრინციპის შესაბამისად.
ტრენინგებისა და განვითარების პროგრამის შემდეგ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი შეაფასებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საქმიანობას და განსაზღვრავს გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებსა და სფეროებს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე.