11
მარტი
2017
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში დიდმა სუპერმარკეტებმა (ყველა თანამედროვე საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმატის – ჰიპერმარკეტის, კუთხის მაღაზიის, სუპერმარკეტის – მაღაზიათა ქსელს) შეცვალეს საცალო ბიზნესის ლანდშაფტი: გაზარდეს მაღაზიის ზომები, გააჩინეს მეტი თარო, გააფართოეს საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი და დაიწყეს აქტიური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენება.
07
მარტი
2017
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-4 ანგარიში, რომელიც 2016 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
28
თებერვალი
2017
ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (*) ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირება.
25
თებერვალი
2017
2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.
15
თებერვალი
2017
სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის კვლევამ უნდა გამოავლინოს მიმართულებები, რომლებიც ფოკუსირდება სამ თემატურ კომპონენტზე: 1) ვაჭრობა, ექსპორტი, ინვესტიციები და კერძო სექტორის განვითარების ზომები, 2) საზღვრების მართვა, 3) ახალი განვითარება რეგიონულ ინტეგრაციაში.