დიდი ხანია, ეკონომისტები დაობენ, თუ რომელი სავალუტო რეჟიმი უნდა აირჩიონ განვითარებადმა ქვეყნებმა: დააფიქსირონ გაცვლითი კურსი სხვა რომელიმე ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტასთან (ვალუტებთან) მიმართებაში თუ ბაზარს მიანდონ ის მისი დადგენა. ინტუიციურად, სავალუტო კურსი ჩვეულებრივი ფასია, ისეთივე, როგორიც ტომარა კარტოფილის, ლიტრი რძის ან კილოგრამი თაფლის ფასი. განსხვავება ის არის, რომ სავალუტო კურსი გვიჩვენებს ერთი ერთეული უცხოური ვალუტის (მაგ. აშშ დოლარის) ღირებულებას ადგილობრივ ვალუტაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2017 წლის მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 22 მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მსოფლიო ბედნიერების 2017 წლის ანგარიშში, ადამიანების ბედნიერების მიხედვით საქართველოს 125-ე ადგილი უჭირავს 155 ქვეყანას შორის. 0-10 ქულიან ბედნიერების შკალაზე, საქართველომ მხოლოდ 4.29 ქულა მიიღო. ქვემოთ მოცემული სურათი აჩვენებს როგორც საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების რეიტინგსა და ქულებს, ისე მსოფლიოს ყველაზე კარგი და ცუდი შედეგების მქონე ქვეყნებს. ბედნიერების რეიტინგში საუკეთესო ხუთი ქვეყანაა: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი.
19 მაისს აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა (APRC) სასტუმროში რადისონ ბლუ ივერია წარადგინა ორი კვლევა: „ქართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა“ და „ქართული კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა“.