ტრენინგებისა და განვითარების პროგრამის შემდეგ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი შეაფასებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საქმიანობას და განსაზღვრავს გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებსა და სფეროებს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე.
მთელი მსოფლიო ინტენსიურად არის გადართული ტექნოლოგიურ ინოვაციისადმი სწრაფვაზე. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. ადგილობრივი უნივერსიტეტები ცდილობენ, შექმნან ფაბ-ლაბები (ფაბრიკაციის ლაბორატორიები – მცირე ზომის სახელოსნოები, სადაც ადამიანს ციფრული ფაბრიკაციის საშუალება ეძლევა), მთავრობამ კი დააარსა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რათა ხელი შეუწყოს სტარტაპების და ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 5 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი მონაწილეობს იღებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის გლობალურ პროგრამაში.