20
დეკემბერი
2013
2014 წლის პირველი იანვრიდან სომხეთი სრულიად ახალ საპენსიო სისტემაზე გადადის. ეს რადიკალური რეფორმა ემსახურება ორი პრობლემის მოგვარებას: ასაკოვან მოქალაქეთა შორის გავრცელებულ სიღარიბესა და ეკონომიკაში კაპიტალის ნაკლებობას. ანალოგიური პრობლემები არსებობს საქართველოშიც, სადაც სტანდარტული სახელმწიფო პენსია 150 ლარს შეადგენს, დაზოგვის დაბალი დონის გამო კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კაპიტალის მაღალი დანახარჯები აბრკოლებს.
16
დეკემბერი
2013
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
13
დეკემბერი
2013
ბევრისათვის საქართველოს შრომის ბაზარი ამოუცნობი ფენომენია. კომპანიები ინჟინრების ნაკლებობას უჩივიან და ამიტომ საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებასა და დიდი ზომის ინვესტიციებს ერიდებიან. ამავდროულად, ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც ტექნიკური საგნების შესწავლით შეეძლოთ ეხეირათ, სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებასა და მსგავს სპეციალობებს ეუფლებიან. პოპულარული პროფესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა კი გაცილებით აღემატება ფირმების მიერ ამ კადრებზე მოთხოვნის რაოდენობას.
08
დეკემბერი
2013
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაკრო მიმოხილვის პროგნოზის 2013 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
06
დეკემბერი
2013
ერთი თუ ორი წლის წინ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონში, ლავაცას (Lavazza) ყავის ჯიხური გაიხსნა. ასეთები თბილისში არცთუ ცოტაა, მაგრამ გზის პირას მსგავსი ტიპის დაწესებულება ნამდვილად სიახლე იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი ასეთი ჯიხური გაიხსნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისიც ისევ ზესტაფონში.