21
თებერვალი
2014
ქართულ საოჯახო მეურნეობებს, როგორც წესი, არასოდეს აქვთ საკმარისი დანაზოგი „შავი დღისთვის“. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ქართველები მოუთმენელნი არიან და მომავალზე არ ღელავენ? იქნებ ჩვენსავე გენებში უნდა ვეძიოთ იმის მიზეზი, თუ რატომ ვამჯობინებთ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს? შესაძლოა ჩვენივე ისტორიამ, ისტორიამ პატარა და მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლი ერისა, გვასწავლა ცხოვრება ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყოს?
20
თებერვალი
2014
კონსულტაციის მიზანი იყო იმ ტრენინგ-პროგრამების დადგენა, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს, და ალგორითმის შედგენა, რომელიც უმუშევრებს, მათი უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ამ პროგრამებთან დააკავშირებს.
17
თებერვალი
2014
ცხადია, რომ რეგულირება საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარების მარტივი და სწრაფი მეთოდია. სწორედ ამიტომ ის პოპულისტების არსენალში ყველაზე ეფექტური იარაღია. მიუხედავად იმისა, გვარდება თუ არა საზოგადოების პრობლემები, ახალი რეგულაციების შემოღებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსები რაღაცას აკეთებენ.
14
თებერვალი
2014
კარგად არის ცნობილი, რომ მთავრობის ჩარევამ, იქნება ეს გადასახადები თუ რეგულაციები, შეიძლება ხელი შეუშალოს ბაზრის მუშაობას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ტიპის გავლენა, რომელმაც შეიძლება, ასევე, ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკის ეფექტიანობაზე, თუმცა მასზე ნაკლებად საუბრობენ. საუბარია გარკვეულ ღირებულებებზე, ტრადიციებსა და მორალურ სტანდარტებზე, რომელთაც საზოგადოება იცავს.
11
თებერვალი
2014
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.