21
მარტი
2014
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე რუსეთისგან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. უკრაინელების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო წმინდა ეკონომიკური ნაბიჯი. მათ გაუჩნდათ შიში, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ ღირებულებებზე უარის თქმა და შესაბამისად, მოვლენების ასეთი განვითარებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი დარჩნენ.
17
მარტი
2014
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიის პროექტი „საქართველო 2020“ მიზნად ისახავს „ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა“. თუმცა დოკუმენტის წაკითხვისას ჩნდება ბუნებრივი მილიონდოლარიანი კითხვა: როგორ შეიძლება ინკლუზიური ზრდის მიღწევა რეალობაში?
14
მარტი
2014
2012 წელს აისეტის ეკონომისტის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში იაროსლავა ბაბიჩმა განიხილა ახალდაბადებულთა გენდერული დისბალანსის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ბოლო დროს კულუარული საუბრების თემა გახდა. იაროსლავა ბაბიჩის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ახალშობილი ვაჟების რაოდენობის გოგონებთან თანაფარდობის მიხედვით საქართველო მხოლოდ ჩინეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.
11
მარტი
2014
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2014 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
10
მარტი
2014
დავუშვათ, რომ ძმას 1000 ლარი ასესხეთ. ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრზე გაცემული სესხი უპროცენტოა. ერთ დღესაც ძმამ დაგირეკათ და ვალის დაბრუნების ორი თარიღიდან ერთის არჩევა შემოგთავაზათ: დღეს ან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რომელს აირჩევდით? სტანდარტული ეკონომიკური თეორიის თანახმად, უნდა აირჩიოთ ფულის დაბრუნება დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, როგორც წესი, აწმყოს ანიჭებენ უპირატესობას მომავალთან შედარებისას.