შეავსე ფორმა
Logo
იანვარი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი ზრდას განაგრძობს
29 იანვარი 2024

2024 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა და ქალაქების მიხედვით 6.40 (ბათუმი) და 7.11 (თბილისი) ლარს შორის მერყეობს, საშუალო ღირებულებამ კი 6.62 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსი 2%-ით აღემატება 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ღირებულება 4.6%-ით არის შემცირებული.

დეკემბერი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა – წლის შეჯამება
22 იანვარი 2024

2023 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,396 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წელს სრული წარმოება 14,247 მლნ. კილოვატსაათი იყო).

დეკემბერი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
15 იანვარი 2024

2023 წლის დეკემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,166 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 4%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,116 მილიონი კილოვატსაათი იყო).

დეკემბერი 2023 | ესეც ეკონომიკური იმპულსი: დეპოზიტები იზრდება, ვაჭრობა იზრდება – ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე, ფულადი გზავნილების დინამიკა კი იცვლება – საქართველოს მშპ-ის ზრდის ქრონიკები
11 იანვარი 2024

სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ოქტომბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 6.2%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი 6.9 %-ს მიაღწია.

დეკემბერი 2023 | აგრო მიმოხილვა
29 დეკემბერი 2023

ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.

შეავსე ფორმა