
2023 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.94 ლარი იყო, რაც 18.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელს. თვიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის საშუალო ღირებულება უმნიშვნელოდ, 0.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის ანგარიშის “ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები” თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 10.1% იყო.

მოხმარებელთა განწყობის ინდექსში მცირე ცვლილებებია. მას შემდეგ, რაც ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მცირედით დაეცა, დეკემბერში ინდექსი გაუმჯობესდა (ნოემბერში არსებული -28.6-დან დეკემბერში -27.7 ერთეულამდე გაიზარდა), თუმცა იანვარში კვლავ შემცირდა -28.1 პუნქტამდე. როგორც ჩანს, ოქტომბრის შემდეგ მომხმარებელთა ზოგადი განწყობა ახალ დონეზე დასტაბილურდა.

2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. ხაჭაპურის საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება.

საქსტატმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9,5%-ს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი 2,5 პროცენტული პუნქტით აღემატება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წინა მიმოხილვაში არსებულ მაჩვენებელს).