შეავსე ფორმა
Logo
ქართველი ფერმერების რუსული რულეტი
26 სექტემბერი 2015

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს.

აზერბაიჯანის ეკონომიკა და ნავთობის ფასები: ღვთის წყალობა?
24 სექტემბერი 2015

ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასებმა ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში 110 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა 2014 წლის აგვისტოში მოულოდნელად მკვეთრად დაეცა და სულ რაღაც 5 თვეში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 50 აშშ დოლარი შეადგინა. უკვე ერთი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, ბარელი ნავთობის არსებული ფასი უცვლელი დარჩება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც.

მათ, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს, ლარის გაუფასურებით სარგებელი ნახეს
21 სექტემბერი 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2015 წლის 21 სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

მოსახლეობის კლება საქართველოში
21 სექტემბერი 2015

გაეროს მოსახლეობის პროგნოზების (მუდმივი ნაყოფიერების სცენარის) თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობა 2.8 მილიონამდე შემცირდება. 2013 წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ამას თან ერთვის დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მკვეთრადაა გამოხატული ვაჟების სასარგებლოდ.

განწყობა მნიშვნელოვანია!
18 სექტემბერი 2015

2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.

შეავსე ფორმა