შეავსე ფორმა
Logo
გაღწევა სამტრედიიდან
11 აპრილი 2016

ნინო კაკულია სამტრედიაში დაიბადა 1991 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 2004 წელს, როდესაც ნინო და დამოუკიდებელი საქართველო მე-13 დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ქვეყნის მთავრობამ დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული რეფორმების სერია, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაში ფესვგადგმული კორუფციის აღმოფხვრას ეხებოდა.

ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში 5%-ით შემცირდა, რადგან რძის მიწოდება იზრდება. განსაკუთრებით იმერეთში
11 აპრილი 2016

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2016 წლის 11 აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

რა გავლენას ახდენს რელიგია საქართველოს ეკონომიკაზე?
10 აპრილი 2016

WIN/Gallup-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველთა 93% თავს რელიგიურად მიიჩნევს. მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას, ტაილანდს, აქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი, სადაც ეს რიცხვი 94%-ს აღწევს. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი გვხვდება მხოლოდ სომხეთში, ბანგლადეშსა და მაროკოში. მსოფლიოს სხვა ქვეყნები შედარებით ნაკლებად არიან მოცულნი რელიგიით.

XXI საუკუნე კახეთში იწყება სოფლიდან
05 აპრილი 2016

გქონიათ ოდესმე ჯანსაღი პროდუქტების ყიდვის პრობლემა ან დაგზარებიათ ბაზრებში საყიდლებზე სიარული? განა საოცარი არ იქნებოდა, ნატურალური და ახალი საკვების ონლაინ შეკვეთა და სახლში მიღება? soplidan.ge-ს ამბავი ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

პროგრამა „იფრინე საქართველოში“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჰაერო მგზავრობას საქართველოში
01 აპრილი 2016

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ვიზეარის აღმასრულებელ დირექტორს, ოვეინ ჯონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვიზეარმა გადაწყვიტა, 2016 წლის სექტემბრიდან დანიშნოს ქუთაისიდან ფრენები (კვირაში ორჯერ ან სამჯერ) ბერლინის, მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, ლარნაკას, სოფიასა და თესალონიკის მიმართულებით.

შეავსე ფორმა