21
მარტი
2014
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე რუსეთისგან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. უკრაინელების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო წმინდა ეკონომიკური ნაბიჯი. მათ გაუჩნდათ შიში, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ ღირებულებებზე უარის თქმა და შესაბამისად, მოვლენების ასეთი განვითარებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი დარჩნენ.
28
თებერვალი
2014
თანამედროვე ენერგომომსახურებების მისაწვდომობა ადამიანთა კეთილდღეობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარია. სწორედ ეს დაასახელა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის წინაპირობადაც. 2011 წლის მსოფლიო ენერგეტიკის მიმოხილვაში კი სააგენტომ დააყენა მსოფლიოს ღარიბთათვის ენერგომომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად რესურსების მობილიზების საჭიროების საკითხიც.
24
თებერვალი
2014
წინა კვირის სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკოსების მიერ მეტისმეტი რეგულირების ტენდენციაზე. როგორც ვთქვით, ეს იმიტომ ხდება, რომ ახალი კანონები, თუნდაც უსარგებლო ან საზიანოც კი, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოლიტიკოსები საზოგადოების პრობლემებს აგვარებენ. მეტიც, ჩვენ ვახსენეთ თეორია სამხედრო ისტორიკოსისა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ ზედმეტი რეგულირება იყო მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის უზარმაზარი დანაკარგის მიზეზი.
24
იანვარი
2014
ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა, რომელიც მსოფლიოში უნივერსალურად მიღებული განვითარების თეორიების მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა, ერთხელ საკუთარი შეხედულება ამ ეკონომიკურ სტრატეგიებთან დაკავშირებით რიტორიკული შეკითხვით შეაჯამა: „ჩვენ ვიწვნიეთ [რეფორმების] ტკივილი, მაგრამ როდის მოვიმკით მათ ნაყოფს?!“
15
ნოემბერი
2013
საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელთან შედარებით საბჭოთა კავშირის დროს უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედევად ტექნოლოგიური პროგრესისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის მთელ მსოფლიოში, საქართველომ განიცადა რეგრესი სოფლის მეურნეობის დარგში. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აღემატებოდა 4 მილიონს, დღესდღეობით კი ოდნავ აღემეტება 1 მილიონს.